დღეს გამოქვეყნებული ახალი რეგულაციის თანახმად, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა 16 წლიდან იქნება შესაძლებელი.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ ბრძანებაში ცვლილებები ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ შეიტანა.
"აცრა ტარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში, აცრების კურსი შედგება ორი ინიექციისაგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს, სულ მცირე, 21 დღე; ვაქცინაციის კურსის დასრულების მიზნით, მეორე დოზა უნდა გაკეთდეს იმავე ვაქცინით 21 დღის შემდეგ“, - წერია ბრძანებაში.
mRNA ტექნოლოგიით მსოფლიოში მხოლოდ ორი ვაქცინა - „ფაიზერი“ და „მოდერნა“ არის დამზადებული.
15 ივლისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრას 16 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებიც შეძლებდნენ.