აჭარის ხელოვნების მუზეუმი, სახვითი ხელოვნების მე-4 საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ,,წელიწადის 4 დრო - მეგობრობის პალიტრა"-ს ფარგლებში მუზეუმის გალერეაში 3 გამოფენა მოეწყობა. დღეიდან , დამთვალიერებლებს 3 დღის განმავლობაში, უცხოელი მხატვრების ფერწერული ნამუშევრების- ფოტო ანაბეჭდების ნახვა შეუძლიათ. გარდა ამისა , ფესტივალის ფაგრლებში დაგეგმილია კიდევ 2 გამოფენის მოწყობა: თბილისელი და ბათუმელი მხატვრების ნამუშევრებით. სახვითი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც 8 ქვეყნის მხატვარი მონაწილეობს 30 ივლისს დაიხურება.