ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნის შემდეგ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს. სალომე ზურაბიშვილმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მაია სადუმ დოკუმენტს ხელი პეტრას ციხეში მოაწერეს.
ბათუმში მე-17 საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" დღეს გაიხსნა.