უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ვიპოვით ჩვენს ადგილს ევროკავშირის სისტემაში - უკრაინის პრეზიდენტი 

19 ივლისი 2021, 16:23 1280 ნახვა

მიხარია, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებას გზას ერთად ვიკვალავთ, სამივე ქვეყანა - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, ვიპოვით ჩვენს ადგილს ევროკავშირის სისტემაში - განაცხადა კონფერეციაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ დღეს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა, სურდა ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ინფორმაცია საკუთარი ყურით მოესმინა.

''უკრაინაში ყოველდღე მივდივარ საოკუპაციო ხაზთან. ჩვენთანაც ოკუპირებული ტერიტორიებზე მსგავსი ტრაგიკული სიტუაციაა. ასეთ შემთხვევებში ჩვენ კარგად გვესმის და ღრმად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია, ქვეყნის მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთება. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არის ის ქვეყნები, რომლებმაც გააკეთეს ეს არჩევანი. ჩვენ დღეს ვართ ერთად, ეს არჩევანი გაკეთებული გვაქვს და ეს რეალობაა. ასოცირების ტრიო არის ახალი რეგიონალიური განზომილება.

ევროპის დიზაინი გაკეთებულია და გვაკლია სამი მნიშვნელოვანი ფრაგმენტი. მე მახარებს ის ფაქტი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იზიარებს ამ ინიციატივას და აცხადებს, რომ ეს ასოცირების ტრიო მნიშვნელოვანია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი ახორციელებს სუვერენული ტერიტორიების დაკავებას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხარდაჭრა.

''ჩვენ კიდევ უფრო ახლოს გვინდა დავდგეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ასოცირების შეთანხმების განხორციელება დაწყებულია, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არსებობს. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ვალდებულებები სრულდება. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია ახორციელებს სუვერენული ტერიტორიების დაკავებას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, სადღაც შუაში შევხვდეთ და მხარდაჭერა მივიღოთ ევროკავშირიდან.

მადლობას ვუხდი პრეზიდენტ მიშელს 24 ივნისს საბჭოს შეხვედრის გამართვისთვის. ჩვენ დავინახეთ, რომ ასოცირების პარტნიორობის მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელის ყველა დანაპირები საქმედ ვაქციოთ. ამასთან, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ სამი ასოცირებული ქვეყანა ჩვენს საზღვრებთან მყარად უნდა დავდგეთ და ის ტკივილები გავიაზროთ, რაც გვაქვს.

დეკემბერში კიდევ ერთი პარტიონობის სამიტი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა იმდენად, რამდენადაც აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ეს ფორმატი იქნება გარდაუვალი მნიშვნელობის მქონე. სამიტზე უნდა ვთქვათ, რომ ხალხს ვკარგავთ, გვჭირდება პოლიტიკური კონტექსტი, გეოპოლიტიკური ხედვა მომავლის. ამ ინიციატივის ფარგლებში აუცილებელია ძალისხმევის გაძლიერება. სხვა მხრივ ვერ ვხედავ ამ ძალისხმევის რეალურ მომავალს. ამ სამიტზე უნდა დავინახოთ, რომ არსებობს ხედვა ევროკავშირის მხრიდან. განვახორციელებთ ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს'' - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი