პარლამენტში შს მინისტრის მოსმენა ჩაიშალა

18 ივლისი 2021, 20:20 765 ნახვა

შს მინისტრის მოსმენა დღეს პარლამენტში არ შედგა.  სხდომაზე თავდაპირველად რამდენჯერმე გამოცხადდა ტექნიკური შესვენება საბოლოოდ კი ჩაიშალა. ხმაური და დაპირისპირება მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ნაწილის პერფორმანსს მოჰყვა.

ჟურნალისტებმა აივანზე ბანერი გადმოჰფინეს, ისინი ხელისუფლებას 5-6 ივლისს განხორციელებულ მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას სთხოვდნენ. ოპოზიციის ნაწილმა კი დისკომფორტი ქართულ ოცნებას გარდაცვლილი ოპერატორი ლექსო ლაშქარავას ფოტოებით შეუქმნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი