პროტესტი პარლამენტში

18 ივლისი 2021, 18:15 1377 ნახვა

დაძაბულობა და დაპირისპირება დეპუტატებს შორის სხდომათა დარბაზში რამდენიმე  წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.  რასაც ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ  ამორალური ქმედება უწოდა. აღნიშნა, რომ არ აპირებდა ასეთ რეჟიმში მუშაობის გაგრძელებას.

ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან თინა ბოკუჩავამ მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდა. სხდომათა დარბაზში აქცია-პერფომანსში ენმს გარდა, სხვა ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ცნობისთვის ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანო ისე დატოვა რომ მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი