მიცვალებულით სპეკულაცია უწოდა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ აქციებს.
ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ პროცესები ნაციონალური მოძრაობის მართულია. თქვა, რომ ოპერატორის დაღუპვით სამწუხარო ფაქტი მოხდა და 5 ივლისის საქმის გამოძიებას ეფექტური უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი მაღალია.