ეპიდვითარება და ვაქცინაციის ტემპი

16 ივლისი 2021, 19:54 913 ნახვა

საქართველო კორონავირუსის მე-4 ტალღის პირისპირ. მცირეწლოვანთა ინფიცირების მაჩვენებელი იმატებს. ციციშვილის სახელობის კლინიკაში ახლა 2 ბავშვის გადარჩენას ცდილობენ, რომლებიც რეანიმაციაში არიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით კი, ქვეყანაში  ჯამში დაახლოებით 300-მდე ბავშვია ინფიცირებული და საწოლების რაოდენობაც თითქმის სრულად ათვისებულია. რაც შეეხება საერთო ეპიდემილოგიურ დღევანდელ სურათს - კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 466 პაციენტი და გარდაიცვალა 13. სპეციალისტები მოსახლეობას ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებენ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ერთ-ერთია   იმ 7 სამედიცინო დაწესებულებებს შორის, სადაც ფაიზერით აცრაა შესაძლებელი.  ვაქცინა, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე სასურველია  , ამ ეტაპზე მხოლოდ 14 ათასი ადამიანისთვისაა საკმარისი. დანარჩენ მარაგებს კი ამ თვეში ელოდებიან.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში