გადადგეს პრემიერი - ენმ-ს აქცია ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან

16 ივლისი 2021, 15:08 666 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. 

ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას, რა დროსაც ერთი პირი დააკავეს. პოლიციამ დაუმორჩილებლობის ბრალდებით "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი აქტივისტი ბესო გაზდელიანი აიყვანა.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ და აღნიშნავდნენ, რომ 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ირაკლი ღარიბაშვილს ეკისრება. 

ასევე, დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც 5 და 6 ივლისს ძალადობაში მონაწილეობდა და ორგანიზებას უწევდა. 

აქციის მონაწილეებმა გზაზე წარწერები დატოვეს

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი