შეურაცხყოფები და მუქარები დამარცხების შემდეგ

15 ივლისი 2021, 18:42 1039 ნახვა

ინგლისის ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა 2020  წლის  ფეხბურთში  ევროპის  ჩემპიონატის მსვლელობის დროს და ტურნირის ფინალში დამარცხების შემდეგ სოციალურ ქსელებში  12 ათას 500-ზე მეტი ნეგატიური შეტყობინება მიიღეს. ისინი  რასობრივ და რელიგიურ ნიადაგზე შეურაცხყოფებს, ასევე მუქარებს შეიცავდა, მათ შორის  მათი  ოჯახის წევრების მიმართაც. შეტყობინებები 10 ათასი ანგარიშიდან დაიწერა.  ინგლისისა და იტალიის ნაკრებებს შორის ფინალური შეხვედრა, რომელიც 11 ივლისს ლონდონში უემბლის სტადიონზე გაიმართა, იტალიელთა გამარჯვებით დასრულდა. ბრიტანულმა პოლიციამ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელთა მისამართით  სოციალურ ქსელებში რასისტული შეურაცხყოფების გამო  ორი ადამიანი დააკავა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი