ვაშინგტონი ავღანეთიდან ავღანელი თარჯიმნების ევაკუაციას გეგმავს, რომლებიც კოალიციური ძალებს ეხმარებოდნენ და რომელთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ევაკუაციის ოპერაციის დაწყება ივლისის ბოლო კვირაში იგეგმება. აშშ ავღანეთიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ბოლო ვადად 11 სექტემბერს ასახელებს.