საკრებულოს სხდომა ქედაში

15 ივლისი 2021, 15:35 434 ნახვა

ქედაში, საკრებულოს სხდომა, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა ბოიკოტის ნიშნად დატოვეს. ვაჟა ბოლქვაძემ განაცხადა, რომ 5-6 ივლისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ,,ქართულ ოცნებას“  ეკისრება და ფრაქციის წევრები მხოლოდ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტილების დროს მიიღებენ მონაწილეობას სხდომებში.  დღეს, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს თვითნებურად დაკავებული ფართის საკუთრებაში გადაცემის საკითხს. კერძოდ, სოფელ ჭინკაძეებსა  და დაბა ქედაში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში შესახლებულ შვიდ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა. დღესვე დაამტკიცეს „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროექტები .

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში