მოქალაქეები „ფაიზერის“ ვაქცინაზე დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ

14 ივლისი 2021, 15:14 1581 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ ვებგვერდზე, booking.moh.gov.ge-ზე, სადაც ვაქცინაციისთვის რეგისტრაციაა შესაძლებელი, ჩამონათვალში ''ფაიზერი'' დაემატა, თუმცა მოქალაქეები რიგის დაჯავშნას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. 

პორტალი შფერხებით მუშაობს. ზოგ შემთხვევაში  რეგისტრაციის პროცესის დროს, ვაქცინის არჩევა შესაძლებელია, შემდეგ კი დამატებითი ინფორმაციის შეყვანის საშუალებას არ იძლევა. 

მოქალაქეთა ნაწილი კი ამბობს, რომ საიტზე ვერ შედის, რადგან ის გათიშულია.

''ფაიზერზე'' რეგისტრაცია დღეს 15:00 საათიდან იყო დაანონსებული. 

ქვეყანაში ვაქცინის 28 000 დოზა შემოვიდა. 

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი