მთავრობის კანცელარიის შემდეგ, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო მისი ფოტოები ჟურნალისტებმა ქუთაისის მერიაში გამოფინეს, ამ ფორმით გამოხატეს მორიგი პროტესტი.
მედიის წარმომადგენლების თქმით, 5 ივლისს პრემიერ-მინისტრის წახალისებით მედიის 53 წარმომადგენელს სცემეს, რის გამოც ბრძანების გამცემი, წამახალისებელი და მოძალადე პირების დასჯას ითხოვენ.
მათივე ინფორმაციით, აქცია-პერფორმანსი შეხვედრის ფონზე უნდა გამართულიყო.
ქუთაისის მერიის შენობაში იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს ელოდებოდნენ. ის ქუთაისის მერს უნდა შეხვედროდა და მემორანდუმი გაეფორმებინათ, თუმცა, ჟურნალისტების ინფორმაციით, მერიაში არცერთი მათგანი არ გამოჩენილა.