ევროპარლამენტარების მიმართვა

14 ივლისი 2021, 11:45 819 ნახვა

,,როგორ პასუხობს საქართველო 5 ივლისს მომხდარ ძალადობას“, ამ კითხვით  ევროპარლამენტარების ინტერჯგუფმა  წერილი გაუგზავნა ჟოზეპ ბორელს.

28 პარლამენტარმა ევროპარლამენტარს აინტერესებს რა ქმედებების განხორციელებას აპირებს სახელმწიფო იმისათვის, რომ დაცული იყოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები და როგორ ასრულებს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებებს, ასევე რა ზომებს მიმართავს ევროკავშირის მისია საქართველოში იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულოს ვალდებულება, გამოიძიოს მომხდარი, გამოავლინოს მოძალადეები, დასაჯოს ისინი და დაუწესოს შესაბამისი სანქციები, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამგვარი ძალადობა აღარ განმეორდეს.

წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოში ლგბტქ+ პირთა უფლებების დაცვა წინა წლებშიც გამოწვევა იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში