ჩინეთში სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

14 ივლისი 2021, 09:34 610 ნახვა

მსხვერპლით დასრულდა  ჩინეთში სასტუმროს ჩამონგრევა,  გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა.

მაშველებმა 36-საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ნანგრევებში ჩარჩენილი 23 ადამიანი იპოვეს, რომელთაგანაც 6 ცოცხალი იყო.

BBC-ის ინფორმაციით, გადარჩენილების მდგომარეობა სტაბილურია.  გამოძიების პირველადი დასკვნების მიხედვით, შენობის ჩამონგრევის მიზეზი მფლობელის მიერ სასტუმროს ძირითადი სტრუქტურის გადაკეთება გახდა, რა დროსაც უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი