მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 188 მილიონს გადააჭარბა

13 ივლისი 2021, 10:25 563 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 188 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა უოლდმეტერსი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 172 მილიონს აჭარბებს.

ამასთან, მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 12 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 34.7 მილიონი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 30.9 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, საფრანგეთი და რუსეთი მოჰყვებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში