რადიკალური ანტიქრისტიანული დაჯგუფებების ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი - ირაკლი კობახიძე 

12 ივლისი 2021, 16:23 680 ნახვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ რადიკალური ანტიქრისტიანული დაჯგუფებების ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კიევიდან მართავს პროცესებს.

მისივე განცხადებით, ისინი პასუხს მიიღებენ არჩევნებზე. 

''ეს არის რეალობა, რაიმე განსაკუთრებული ნიჭი კი არ აქვს, ამით ახერხებს ვითარების კონტროლს. თუმცა ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მას არანაირი რესურსი არ აქვს არიოს ეს ქვეყანა. რაც კი არეულობა იყო წლების განმავლობაში ყველაფრის უკან იდგა ანტისახელმწიფოებრივი ძალა. ისინი პასუხს მიიღებენ არჩევნებზე ქართული საზოგადოებისგან. ეს იქნება ''ქართული ოცნების'' მორიგი გამარჯვება'' - განაცხადა კობახიძემ. 

''ქართული ოცნების'' თავმჯდომარე ამბობს, რომ გუშინ, რადიკალური ანტიქრისტიანული დაჯგუფებების მიერ ორგანიზებული მიტინგი იხილეს.

„ისინი გამოვიდნენ მუქარით, რომ პარლამენტს არ ჩაატარებინებდნენ სხდომას. ბუნებრივია, ამ მუქარაზე მათ სათანადო პასუხი მიიღეს. ჩვენ ვერავის მივცემთ სხდომის  არჩატარების საშუალებას. მომავალშიც, თუ იგივეს გააკეთებენ იგივე იქნება. ვატო წერეთელს ვუთხარი, რომ ამორალურია, როდესაც შემოვიდა სხდომათა დარბაზში. მან აქცენტი მეორე სიტყვაზე გააკეთა, თუმცა ძალიან ჭკვიანურად მოიქცა, როდესაც პირველ სიტყვაზე არ გააკეთა აქცენტი. მისთვის მთავარი ეპითეტი ამორალურია. ეს არის ამორალური კაცი, რომელიც გუშინ საკუთარი კოლეგის სიკვდილზე ცდილობდა პოლიტიკური ქულების ჩაწერას. ამაზე მეტი ამორალური ქმედება არ არსებობს. ეს არის ჭუტა, რომელიც არის ფსკერზე დაბლა თავისი ყველა პარამეტრით“, – განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში