მიმაჩნია დიდ ამორალურობად, როცა კონკრეტული ტრაგედიით ხდება მანიპულირება - თორნიკე რიჟვაძე

12 ივლისი 2021, 14:02 1010 ნახვა

მიმაჩნია დიდ ამორალურობად, როცა კონკრეტული ტრაგედიით ხდება მანიპულირება მაშინ, როცა გარდაცვალების მიზეზი არ არის დადგენილი - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. 

თორნიკე რიჟვაძემ 5 და 6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. 

მისი თქმით, დესტრუქციული ძალების სურვილი, გადადგეს პრემიერი, არალეგიტიმურია. 

''ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება არის ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია ყველა კითხავს ამომწურავი პასუხი გაეცეს და ასეც იქნება. 

მიმაჩნია დიდ ამორალურობად, როცა კონკრეტული ტრაგედიით ხდება მანიპულირება მაშინ, როცა გარდაცვალების მიზეზი არ არის დადგენილი. კოლეგის, თანამოქალაქის პატივისცემა მოითხოვს, რომ დაველოდოთ  შედეგებს, რომელიც ექსპერტიზის შედეგად იქნება მოწოდებული.

რაც შეეხება დესტრუქციული ძალების სურვილებს, რომ ყველა ჯერზე, როცა სხვადასხვა მიზეზით ტრაგედია ხდება ქვეყანაში - გადადგეს პრემიერი ან შეიცვალოს მთავრობა, ბუნებრივია ამის ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს.

ასევე, თქვენ ხედავთ დიდ მოლოდინს და სურვილს, რომ დიდი ტრაგედია დიდი რევანშის შესაძლებლობად გადააქციონ, რაც ასე ვერ მოხდება, ვერ განხორციელდება. ჩვენ  ვმუშაობთ იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ ქვეყანას აქვს. ბუნებრივია ყველა ამ გამოწვევას პრემიერის ხელმძღვანელობით, ღირსეულად გავართმევთ თავს",- განაცხადა რიჟვაძემ.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში