ჯეიმს აპატურაის გამოხმაურება

12 ივლისი 2021, 11:41 1012 ნახვა

უკვე ორი დღეა არ წყდება ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე საერთაშორისო გამოხმაურებები.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ოპერატორის გარდაცვალება შემაშფოთებელი ფაქტია. „ქართველი ჟურნალისტის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირის დასაწყისში ის ბრბომ სცემა, ღრმად შემაშფოთებელია საქართველოს ყველა მეგობრისთვის, მათ შორის ჩემთვის.

დემოკრატიულ სახელმწიფოში უმცირესობები დაცულია, მედია, სიტყვის თავისუფლება დაცულია. ეს არის ევროატლანტიკური ღირებულებები. არც ერთი ინსტიტუტი ან ორგანიზაცია არ არის გათავისუფლებული ამ ვალდებულებებისგან“, – წერს ჯეიმს აპატურაი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი