აქციის მონაწილეების მიერ მთავრობისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა დღეს, 12:00 საათზე იწურება. თუ მედიის წარმომადგენლების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება აქცია პარლამენტის წინ დღესაც გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები შეკრებას 18:00 საათისთვის აანონსებენ.
მოთხოვნები უცვლელია - 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო გადადგეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და სუს-ის ხელმძღვანელი.
მედია ორგანიზაციების ორგანიზებით საპროტესტო აქცია, პარლამენტთან გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გუშინ დილით ''ტვ პირველის'' ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ის ერთ-ერთია, ვისაც 5 ივლისის მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.