რა გავლენა იქონია 5 ივლისის მოვლენებმა ტურიზმზე?

11 ივლისი 2021, 20:08 266 ნახვა

5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენებისა და პოლონელი ტურისტის თბილისის ქუჩაში დაჭრის შემდეგ, ტურიზმის სექტორში ამ ფაქტების ნეგატიურ გავლენებზე საუბრობენ.

ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა ნაწილი ამბობს, რომ ამ პროცესებიდან რამდენიმე დღეში უცხოელი ვიზიტორების ჯგუფებმა ჯავშნები გააუქმეს, მიზეზად კი უსაფრთხოების საკითხი დაასახელეს. ამის შესახებ ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის  დამფუძნებელი მინდია ბაჟუნაიშვილი გვიყვება, რომლის თქმითაც შვედმა ტურისტებმა 14 ათას ევროიანი შეკვეთა გააუქმეს.

მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა საოჯახო სასტუმროს სხვა მფლობელებიც, რომლებიც ფინანსურ ზარალზე ჰყვებიან.ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის მამუკა ბერძენიშვილის ინფორმაციით,  ქვეყანას არ აქვს ტურიზმის კრიზისული სიტუაციების მართვის კონკრეტული მიდგმა, რაც ტურიზმის განვითარებაზე უარყოფითად აისახება, აჭარის ტურიზმისა და  კურორტების დეპარტამენტიდან  წერილობით მოგვწერეს, რომ რეგიონში არსებულ მსხვილ, ბრენდულ და მათ შორის მცირე ზომის სასტუმროებში ჯავშნების გაუქმება არ დასტურდება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში