ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა მასზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, დაზიანებებით კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" იყო მოთავსებული, საიდანაც 8 ივლისს გაწერეს. დღეს დილით კი ის გარდაცვლილი იპოვეს.
კლინიკის ხელმძღვანელი, გიორგი რამიშვილი აცხადებს, რომ ოპერატორი სტანდარტის მიხედვით გაეწერა. მისივე განცხადებით, კლინიკაში რეგულირების სააგენტო შევიდა და შემთხვევას სწავლობს.