კანადა მხოლოდ ვაქცინირებულ ტურისტებს მიიღებს

09 ივლისი 2021, 18:28 1119 ნახვა

კანადა თავის ტერიტორიაზე მხოლოდ კოვიდ ვაქცინირებულ ტურისტებს შეუშვებს. ამის შესახებ  კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს შეზღუდვა დიდხანს არ გაგრძელდება. ჯასტინ ტრიუდოს თქმით, მას არ სურს, რომ საფრთხე დაემუქროს იმ პროგრესს, რასაც ქვეყანამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მიაღწია. კანადამ, მიმდინარე კვირიდან, სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის კარანტინის ვალდებულება გააუქმა, მაგრამ უცხოელებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე არააუცილებელი მოგზაურობა ჯერჯერობით ნებადართული არ არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი