ქვიშის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონთა თასის ტურნირი

09 ივლისი 2021, 10:03 1321 ნახვა

პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში, 12 ივლისიდან 18 ივლისს ჩათვლით, ქვიშის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონთა თასის ტურნირი გაიმართება.

შეჯიბრება ყოველ წელს ტარდება და მასში მონაწილეობას ქვიშის ფეხბურთში ევროპის ქვეყნების ჩემპიონები, ხშირ შემთხვევაში ვიცე-ჩემპიონებიც იღებენ.

წელს ჩემპიონთა თასზე საქართველოს ჩემპიონის სტატუსით დინამო ბათუმი იასპარეზებს, რომელიც ამ ტურნირზე მეექვსედ მიიღებს მონაწილეობას.

ქვეჯგუფში მისი მეტოქეები ბულგარული სპარტაკი და პორტუგალიური სოტაო იქნებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში