ბათუმის "დინამომ" ევროტურნირებზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო

09 ივლისი 2021, 00:49 1516 ნახვა

ბათუმის "დინამომ" ევროტურნირებზე გამოსვლა წარმატებებით დაიწყო . უეფას კონფერენცლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამო" გასვლაზე სან მარინოს "ტრე პენეს" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 4-0 დაამარცხა.

ანგარიში სწრაფად მე-8 წუთზე ჯიღაურის გადაცემის შემდეგ ფანცულაიამ გახსნა. 2 წუთში სხვაობა მამუჩაშვილმა ორამდე გაზარდა. 18-ე წუთზე მესამე გოლი ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა და შავიზღვისპირელებმა პირველი ნახევარი დამაჯერებლად მოიგეს.

გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა შეგირდებმა მეტოქეზე ზეწოლა მეორე ნახევარშიც გააგრძელეს. 58-ე წუთზე გიორგი ზარიამ საბოლოო ანგარიში 4-0 ბათუმის "დინამოს" სასარგებლოდ დააფიქსირა.

განსაკუთრებით შეხვედრა 15 ივლისს ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემთხვევაში ბათუმელებს მეორე რაუნდში ბელორუსული "ბატე" დახვდებათ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი