საბაჟო გადაზიდვებზე ხელშეკრულება გაფორმდა

07 ივლისი 2021, 14:45 1415 ნახვა

„გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესახებ შეთანხმებას“ მოეწერა დღეს ხელი ბათუმში. დოკუმენტი საქართველო-თურქეთს შორის სატვირთო გადაზიდვებზე ინფორმაციების  ელექტრონულად  გაცვლას გულისხმობს, რაც მხარეების პროგნოზით, სავაჭრო-ეკონომიკურ   ურთიერთობებს  კიდევ უფრო გაზრდის. 

ოფიციალურ შეთანხმებას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ მოაწერეს ხელი. 

ტვირთების შესახებ ინფორმაციების ონლაინ რეჟიმში გაცვლა მხარეების განმარტებით,  აქამდე არსებულ დაახლოებით ერთკვირიან პროცედურებს  რამდენიმე წუთამდე  შეამცირებს, რაც თავის მხრივ ტრაილერების რიგების პრობლემასაც შეამსუბუქებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი