აშშ დეპარტამენტის გამოხმაურება

07 ივლისი 2021, 11:47 657 ნახვა

5 ივლისს საქართველოში განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებზე, ჟურნალისტებზე  გმობს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.  

ნედ პრაისის განცხადებით,  საქართველოს ლიდერები და სამართალდამცავი პირები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვის და თავისუფალი შეკრების კონსტიტუციური უფლება და დააკავონ ძალადობის ჩამდენი პირები. მისი თქმით, ქართველებს უფლება აქვთ გამოხატონ საკუთარი შეხედულებები მაშინაც კი, როცა ეს შეხედულებები არაპოპულარულად ან საკამათოდ ითვლება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულთან დაკავშირებით მოსაზრებას არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ თანამოაზრე პარტნიორებიც გამოხატავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი