ავთანდილ ბოლქვაძე აჭარის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტიდან დისციპლინური გადაცდომის, ეთიკის ნორმებისა და ქცევის ზოგადი წესების დარღვევისათვის გაათავისუფლეს დაკავებული პოზიციიდან.
ავთანდილ ბოლქვაძე მოითხოვდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემული ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 6 ივლისს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ავთანდილ ბოლქვაძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
აჭარის მაუწყებელი დაუკავშირდა ავთანდილ ბოლქვაძეს, მაგრამ ის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.