ტროპიკული ქარიშხალი „ელზა“ აშშ-ის სანაპიროს უახლოვდება

06 ივლისი 2021, 11:59 1012 ნახვა

კუბის შემდეგ ძლიერი ტროპიკული ქარიშხალი „ელზა“ აშშ-ის სანაპიროს უახლოვდება. BBC-ის ინფორმაციით, ფლორიდის სანაპიროებთან ძლიერი ქარი და ამინდის გაუარესება შეინიშნება.

აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ცნობით, ფლორიდაში ქარის სიჩქარემ შესაძლოა 85 კმ.სთ-ს გადააჭარბოს. ისინი მოსახლეობას სანაპიროდან შორს ყონფისკენ მოუწოდებენ.

ტროპიკული ქარიშხალი „ელზა“ ორშაბათს კუბას დაატყდა თავს, რის გამოც 100 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა თავშესაფარში გადასულიყო. იქამდე კი ქარიშხალმა დომინიკის რესპუბლიკასა და სენტ-ლუსიას გადაუარა, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი