თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე

05 ივლისი 2021, 15:05 1269 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს აქციის მონაწილეები  თავს დაესხნენ. დაშავებულია ჟურნალისტი თიკო სუსარეიშვილი, რომელიც კონტრაქციის მიმდინარეობას აშუქებდა.  მას აქციის  მონაწილეებმა თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს.  შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა, როდესაც მაუწყებლის გადამღები ჯგუფი მსვლელობას აშუქებდა. 

თიკო სუსარეიშვილი იხსენებს, რომ ტერიტორიიდან საპატრულო პოლიციის მანქანით გამოიყვანეს. აგრესიულად განწყობილმა პირებმა კი სამართალდამცველების ავტომობილიც დააზიანეს.  მაუწყებლის გადამღებ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდნენ ''პალიტრანიუსისა'' და ''მთავარი არხის'' წარმომადგენლებიც. 

დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე  აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, დაზიანებულია მათი ტექნიკაც. თავდასხმის სამიზნე, სულ მცირე, 20 ჟურნალისტი და ოპერატორი გახდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, მიმართავს შსს-ს, რომ დროულად გამოიძიოს უწყებამ მედია წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები, მათ შორის ჩვენი არხის ჟურნალისტზე.

მედიის წარმომადგნელებზე თავდასხმის გამო საგანგებო განცხადება გააკეთეს ტვ პირველის, ფორმულას და მთავარი არხის ხელმძღვანელებმა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში