უნივერსიტეტების რექტორები სუსის სასწავლო ცენტრში. უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებმა იმ პროექტებისა და ერთობლივი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ქვეყანაში სწავლებისა და კვლევების ხელშეწყობის, ასევე, უსაფრთხოების თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით უნდა განხორციელდეს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში,სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სწავლის პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადამზადების კურსი გაიარონ და სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებში ჩაერთონ.