ხულოში მმართველი პარტიიდან გარიცხეს დეპუტატი, რომელიც გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. რომან ქედელიძე საკრებულოში მმართველი გუნდის კვოტით შევიდა და ფრაქცია ''ქართული ოცნება კონსერვატორების'' წევრი იყო. ფრაქციის თავმჯდომარე თანაგუნდელის გარიცხვის მიზეზად გუნდთან შეუთანხმებლობასა და დისციპლინარულ გადაცდომებს ასახელებს. ის მეტი კონკრეტიგისგან თავს იკავებს. მმართველი გუნდის რიგებიდან გარიცხული დეპუტატი კომენატრზე უარს ამბობს, პირად საუბარში კი განმარტა, რომ გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით მიიღო, რომ '''ქართულ ოცნებას'' იმიტომ დაუპირისპირდა, რადგან როგორც განმარტავს, ''ნაციონალური მოძრაობის'' გზას დაადგნენ.