მსჯელობა მოსამართლეობის კანდიდატების საჯარო მოსმენის პროცედურაზე

02 ივლისი 2021, 11:55 870 ნახვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საჯარო მოსმენის პროცედურაზე იმსჯელებს.

სამუშაო ჯგუფი უკვე შეიქმნა, რომელმაც მოსამართლეობის კანდიდატების კონსტიტუციასა და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა დაადგინოს.

ოპოზიციურმა ფრაქციებმა ასევე ცალკეულმა უფრაქციო დეპუტატმა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მათი შეფასებით, პარლამენტში დაწყებული პროცესი შარლ მიშელის დოკუმენტის არსს არღვევს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი