შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით 20 პირია დაკავებული.
აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლებით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
"პრაიდის" კვირეულის ფარგლებში პირველი, დახურული ღონისძიება ცოტახნი წინ დასრულდა. ტერიტორია სტუმრებმა პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს.
ღონისძიების მიმდინარეობისას "პრაიდის" მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.