"ახალი ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე, გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. პოლიტიკოს გოგი წულაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახე შეუცვალა და პატიმრობიდან 6 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ინფორმაციას წულაიას ადვოკატი ვალერი გელბახიანი ადასტურებს.
გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.