კიდევ ერთი მოწოდება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საქართველოს პარლამენტს. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს.
ხელისუფლებას 19 აპრილის ხელშეკრულებას ახსენებენ. აღნიშნავენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაკომპლექტებულია მხოლოდ 10 წევრისგან და მას არ ჰყავს საქართველოს პარლამენტის მიერ შერჩეული 5 არამოსამართლე წევრი.
შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირებაში არ მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი. ამას კიდევ ერთ არგუმენტად ასახელებენ, რის გამოც მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა შეჩერდეს.
ითხოვენ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, დაიგეგმოს და განხორციელდეს სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმა და მხოლოდ ამ რეფორმის განხორციელების შემდეგ გაგრძელდეს პროცესი.