„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - შსს

01 ივლისი 2021, 10:06 1255 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ „ტვ პირველის“  გადამღებ ჯგუფზე ძალადობისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

სამარტალდამცველებმა ბრალდებული გ.ა. წალკაში აიყვანეს. 

''გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ა. მიმდინარე წლის 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს დაუპირისპირდა, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ შეუშალა ხელი.

ძალადობისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე და 154-ე მუხლებით მიმდინარეობს'' - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში