FLYARYSTAN-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მეოთხე მიმართულებას ამატებს

30 ივნისი 2021, 15:10 877 ნახვა

ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიკიაკომპანია FlyArystan კიდევ ერთ მიმართულებას ამატებს.

შიმკენტი – მეოთხე მიმართულებაა, სადაც დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთში მოხვედრაა შესაძლებელი.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და ავიაკომპანია FlyArystan-ს შორის წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, 14 ივლისიდან FlyArystan-ი შიმკენტი​-ქუთაისი-შიმკენტის საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით დაიწყებს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია"-აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში