უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე შესარჩევად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. სულ 18 მსურველია.
გასული წლის ნოემბერში გამოცხადებული კონკურსის მიხედვით, კანდიდატები შეირჩევიან უზენაესი სასამართლოს ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც შემდეგ პარლამენტს წარედგინება.