ავიამიმოსვლის შეზღუდვა თურქეთში

29 ივნისი 2021, 14:53 1645 ნახვა

თურქეთი კორონავირუსის განსაკუთრებით გადამდები დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, რომელიც პირველად ინდოეთში დაფიქსირდა, რამდენიმე ქვეყანასთან ავიამიმოსვლას ზღუდავს.  1-ელი ივლისიდან ავიამიმოსვლა შეწყდება ბანგლადეშთან, ბრაზილიასთან, ნეპალთან, ინდოეთთან, შრი-ლანკასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან. 

ყველა მგზავრი, რომლებიც  ამ ქვეყნებში  ბოლო 14 დღის განმავლობაში ვიზიტის შემდეგ თურქეთში ჩაფრინდება,  გამოფრენამდე 72 საათით ადრე  უარყოფითი პი-სი-არ ტესტი უნდა წარმოადგინოს. ამას გარდა, ისინი თურქეთში  14 დღიან კარანტინში  უნდა გადავიდნენ - აღნიშნავენ უწყებაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი