დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო ერთ თვეში ტურისტებში ინფექციის შემოტანის 400-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, მოხდა მათი იზოლირება. მისივე თქმით, ზოგს ვირუსი ადგილზე, ზოგს კი შემოსვლის შემდეგ დაუდასტურდა.
გამყრელიძე ამბობს, რომ გაზრდილი მობილობა შემთხვევების ზრდის ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია.