პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტი დაამტკიცა

28 ივნისი 2021, 20:51 979 ნახვა

პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. საარჩევნო რეფორმას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საარჩევნო კოდექსში ცვლილებების წინააღმდეგ ხმა სამმა დეპუტატმა: თამარ ჩარკვიანმა, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა დააფიქსირეს.

კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს „ლელომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

არჩევნებთან დაკავშირებული რეფორმა შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილი იყო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი