ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებულ 13 დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

27 ივნისი 2021, 18:15 943 ნახვა

სასამართლომ ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ 13 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ივნისს, ოზურგეთის რაიონული სამმართველოს ურეკის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის  ურეკში 1988  წელს დაბადებული დააკავეს და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს.

უწყების ცნობით, მოგვიანებით, პოლიციის შენობასთან დაკავებულის ნაცნობები შეიკრიბნენ, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში