კლიმატის ცვლილებები საზღვაო რეგიონების ასოციაციის პოლიტიკური ბიუროს სხდომა

24 ივნისი 2021, 18:28 902 ნახვა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საზღვაო რეგიონების ასოციაციის (CPMR) პოლიტიკური ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა. მან CPMR-ს მადლობა გადაუხადა ბიუროს ორგანიზებისთვის, რომელიც ფოკუსირებულია გლობალურ საკითხებზე და მიზნად ისახავს რეგიონებისა და ქვეყნების ერთობლივ მუშაობას უკეთესი მომავლისთვის.

სესიაზე, რომლის მთავარი თემაც კლიმატის ცვლილებები იყო, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა აჭარის მწვანე პოლიტიკაზე, რომელიც სრულად გარემოს დაცვისკენაა მიმართული.

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ რეგიონში გარემოს გაუმჯობესების მიზნით არაერთი პროექტია განხორციელებული, რომლებიც კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლების წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარებას ემსახურება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, CPMR–ის საზღვაო რეგიონების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტად 2020 წლის 29 ოქტომბერს აირჩიეს. ის პოსტს 2 წლის ვადით იკავებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე „ჩვენ ქალაქისთვის გვაქვს „მწვანე ქალაქის“ კონცეფცია და მუდმივად ვცდილობთ შევასრულოთ ვალდებულებები. შავი ზღვის სინერგია და აღმოსავლეთის პარტნიორობა კარგი ფორმატებია, სადაც საქართველო და ჩვენი რეგიონი - აჭარა მიიღებს მონაწილეობას ხმელთაშუა ზღვის ძლიერი სტრატეგიის შემუშავებაში, იქნება ეს გაფართოება თუ სამეზობლო პოლიტიკა. ყველა რეგიონს და CPMR-ის ყველა წევრს ექნება კარგი საშუალება უპასუხოს კლიმატის ცვლილებას და შეიმუშაოს ტექნოლოგიები თუ პოლიტიკა, რათა შეარბილოს მისი უარყოფითი შედეგები და იზრუნოს ჩვენი რეგიონების უფრო მდგრადი მომავლისთვის.“

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი