“TV 25''-ის ჟურნალისტმა თეო ფუტკარაძემ ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაარღვია - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

24 ივნისი 2021, 15:58 1469 ნახვა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, “TV 25''-ის ჟურნალისტის, თეო ფუტკარაძის მიერ ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაირღვა. ინფორმაციას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს.

მათივე განცხადებით, თეო ფუტკარაძის და სულხან მესხიძის წინააღმდეგ ქარტიას ფირუზ ბოლქვაძემ მიმართა. თუმცა სულხან მესხიძეს დარღვევა არ დაუდგინდა.

"განმცხადებელი განმარტავდა, რომ მასალაში გაჟღერებული ფაქტები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და მათი გავრცელება მიზნად ისახავდა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მოქმედი მენეჯმენტის დისკრედიტაციას.

განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის მეორე (ჟურნალისტის იძულება), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება"-წერია ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში