ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორის საჩივარი - სააპელაციოს გადაწყვეტილება

24 ივნისი 2021, 14:43 1677 ნახვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორის სარჩელი, რომლის თანახმადაც ირაკლი ჯინჭარაძის  საქმის განხილვის დასრულებამდე  აიკრძალა  დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადება. ბულვარის ყოფილი დირექტორის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში  აცხადებენ, რომ დავის დასრულებამდე დირექტორის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნის საფრთხე არსებობდა. რითაც ხელი შეეშლებოდა მოსარჩელის სამსახურში აღდგენას.

ირაკლი ჯინჭარაძე აჭარის მთავრობის განკარგულებით 2021 წლის 11 აპრილს გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.

გათავისუფლებამდე ბათუმის საკრებულოს 30 მარტის სხდომაზე,  ირაკლი ჯინჭარაძემ ღიად გააკრიტიკა საკითხი, რომლის თანახმადაც  დაახლოებით 4 500 კვ/მ ფართობის პლაჟის გრძელვადიანი იჯარით სასტუმროებისთვის გადაცემა იგეგმებოდა. ირაკლი ჯინჭარაძემ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება  სასამართლოში გაასაჩივრა.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი