დახურულ სივრცეებში, გაჩერებებზე, ბაზრობებზე პირბადის ტარება აუცილებელია - ამირან გამყრელიძე

24 ივნისი 2021, 13:27 1155 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, აუცილებელია მოსახლეობამ ბაზრობებზე, გაჩერებებზე და თავშეყრის ადგილებზე პირბადე ატარონ.

ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად რეკომენდაციები კვლავ დაიცვან.

„ჩვენ ოქროს შუალედს ვეძებთ და დანის პირზე გავდივართ, რომ რაც შეიძლება მეტი თავისუფლება მივცეთ ეკონომიკას და ამავე დროს ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რომ არ მივიღოთ ეპიდსიტუაციის სერიოზული გაუარესება. ამიტომ, რეკომენდაციები ყველამ უნდა დავიცვათ.

მიუხედავად იმისა, რომ გარე სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა, აუცილებელია პირბადის ტარება ყველგან დახურულ სივრცეში, გაჩერებებზე, ბაზრობებზე და იქ, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს. ჯერჯერობით, სანამ მოსახლეობის დაახლოებით 30% არ აიცრება, პირბადე ჩვენს მთავარ იარაღად რჩება კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ დღეს გარე სივრცეში პირბადის ტარების მოხსნაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნულ რეგულაციას საზოგადოება მაინც არ იცავდა.

"ყველა ვხედავდით, რომ გარე სივრცეში პირბადის ტარების რეგულაცია ხშირ შემთხვევაში ირღვეოდა. აქ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ აუცილებელია მეტი თვითშეგნება. მე მიუხედავად იმისა, რომ გარე სივრცეებში აკრძალეს და ვარ ორჯერ იმუნიზირებული ხაზს ვუსმევმ რომ, სანამ პირბადე ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტად უნდა დარჩეს, სანამ მოსახლეობის 30% არ აიცრება. 

საბჭოზე რა კამათიც მიდის და მსჯელობა ეს კონფიდენციალურია, მაგრამ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამონაკლისის სახით გარე სივრცეებში შეამსუბუქოს ეს რეგულაცია.

მე ყველას მაინც მოგიწოდებთ, რომ პირბადე ჯერ-ჯერობით ატაროთ"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი