თურქეთში მოზარდების ვაქცინაციას იწყებენ

24 ივნისი 2021, 14:30 883 ნახვა

თურქეთში  25 ივნისიდან 18 წლის ზევით ასაკის მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყება - ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.  თურქეთში ვაქცინაციის პროგრამა იანვარში დაიწყო და დღემდე ვაქცინების 44 მილიონ დოზაზე მეტია გამოყენებული. 

ვაქცინაციის ტემპი ბოლო დღეებში განსაკუთრებით დაჩქარდა და 14 ივნისიდან 20 ივნისამდე პერიოდში დაახლოებით 7 მილიონ 700 ათასი  მოქალაქე აიცრა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი