აზერბაიჯანში ივლისიდან სადღესასწაულო წვეულებების ორგანიზებას დაუშვებენ

22 ივნისი 2021, 14:05 779 ნახვა

აზერბაიჯანში 1-ელი ივლისიდან დასაშვები ხდება ქორწილების, ნიშნობების, დაბადების დღეებისა და სხვადასხვა წვეულების ორგანიზება. 

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, 18 წლის ზევით ასაკის ყველა სტუმარი, რომელიც 50-დან  150 -კაციან ცერემონიალს დაესწრება, ვალდებული იქნება ფლობდეს მოწმობას, რომელიც ადასტურებს, რომ კოვიდ 19-ის მიმართ იმუნურია.

რაც შეეხება ღონისძიებას, რომელსაც 50-მდე ადამიანი ესწრება, სტუმრები ვალდებულები იქნებიან, პირბადეები  გამოიყენონ, კოვიდპასპორტების წარდგენა კი არ მოეთხოვებათ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში